-მოგეხსენებათ საქართველოში განთლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა, მარტო კითხვის დონის მაჩვენებლები უტოლდება ს.არაბეთის, ირანის და აფრიკის ქვეყნებსაც კი ... პროფესორ_მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავის საგანი საერთოდ არ იციან და სულ არ აღელვებთ მოსწავლის ბედი, ადრე სწავლა ძალდატანებითი მეთოდებით ხდებოდა ხოლმე ეხლა ეგეც აღარ არის *(ალბათ დამეთანხმებით ამაში დიდი როლი შეასრულა განათლების რეფორმებმა) . სამწუხაროდ დღევანდელოი თაობა წიგნის მაგივრად კომპიუტერთან ატარებს დროს. ესკი იწვევს ახალგაზრდების უმეცრებას. მომყავს დიდი ილიას სიტყვები....
''განათლების დონე საქართველოში''
Friday, 25 January 2013
განათლება
-მოგეხსენებათ საქართველოში განთლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა, მარტო კითხვის დონის მაჩვენებლები უტოლდება ს.არაბეთის, ირანის და აფრიკის ქვეყნებსაც კი ... პროფესორ_მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავის საგანი საერთოდ არ იციან და სულ არ აღელვებთ მოსწავლის ბედი, ადრე სწავლა ძალდატანებითი მეთოდებით ხდებოდა ხოლმე ეხლა ეგეც აღარ არის *(ალბათ დამეთანხმებით ამაში დიდი როლი შეასრულა განათლების რეფორმებმა) . სამწუხაროდ დღევანდელოი თაობა წიგნის მაგივრად კომპიუტერთან ატარებს დროს. ესკი იწვევს ახალგაზრდების უმეცრებას. მომყავს დიდი ილიას სიტყვები....
განათლებული უწიგნურები
.jpg)
საერთოდ ძალიან ხშირად ვახსენებ საზოგადოებას და ვსაუბრობ მის პრობლემებზე, რაც ჩემ პოსტებშიც გამოიხატება და დღესაც მინდა საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემა წიგნიერებაზე გესაუბროთ, რადგან დღევანდელი სოციუმის განათლების დონე საკმაოდ დაბალია, მაგრამ საქართველო უნივერსტეტის დიპლომის მქონე ადამიანების პროცენტული რაოდენობით, ერთ-ერთ მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, რაც ნამდვილად სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ჩვენ კი უაზრო ამბიციები გვაწუხებს, გვგონია რომ ყველაზე ჭკვიანები და გონიერები ვართ, რაც ნამდვილად არ არის ასე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემეკამათება და მეტყვის რომ ვცდები(ნეტა მართლა ვცდებოდე) მაგრამ როცა ადამიანი ერთმანეთისგან ობსერვატორიას და კონსერვატორიას ვერ არჩევს, როცა არ იცის რა არის კინოლოგია, აზრზე არ არის თუ ვინ იყო დავით აღმაშენებელი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლტოლვილსა და დევნილს ვერ ანსხვავებსერთმანეთისგან, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტმა არ იცის ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი, მგონია რომ ამბიციები სულ ცოტათი გვერდით უნდა გადავდოთ და განათლებას ხელი მოვკიდოთ, რათა ჩვენი ამბიციების რეალიზება სულ ცოტათი მაინც მოვახერხოთ. ხალხო კარგად დაფიქრდით რა სამარცხვინო ფაქტები ჩამოვთვალე ეს ხომ უსირცხვილობაა და მეტი არაფერი.
''იუნესკოს'' ყოველ წლიური ანგარიში
„იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა.
„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.
ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი - გერმანია.
„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.
'' განათლების განმარტება''

განათლება - სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართულიადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშიააღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.
განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ პასიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი" თუ ,,ობიექტი არამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა -ბავშვი,მოსწავლე.
Subscribe to:
Posts (Atom)